გუდაურში, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა, ვახტანგ გომელაური ჩავიდა

გუდაურში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე, იოსებ ჭელიძე ჩავიდნენ.

ვახტანგ გომელაურს მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ადგილზე ასევე იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზუსტებული ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები