ლარი გამყარებას განაგრძობს
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7652 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7703 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0051 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8299 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8071 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0228 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში 30 ივნისიდან შევა.