“მარცვლეულის ექსპორტისთვის მზად ვართ” – ზელენსკი ოდესის პორტში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაში ჩავიდა, სადაც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლებისთვის მზადება მიმდინარეობს.
ამის შესახებ მან “ფეისბუქზე”დაწერა.
“უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის მზად ვართ. ველოდებით ჩვენი პარტნიორების სიგნალს ტრანსპორტირების დაწყების შესახებ”, – თქვა ზელენსკიმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ “უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დარჩეს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების გარანტი”.
ჩორნომორსკის პორტში ზელენსკი G7-ის ქვეყნების ელჩებს შეხვდა, რომლებიც ასევე პორტიდან ტრანსპორტირების დაწყების მოლოდინში ჩავიდნენ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქული გემი პირველია, რომელიც ჩორნომორსკის პორტში იტვირთება.