ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი: ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური ეკონომიკის პროგნოზების შემცირების ფონზე, რაც საგარეო შოკების მიმართ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს

 „მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები ივნისშიც  გაგრძელდა – ზრდამ 7,2 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი – ივნისის მაჩვენებელი 10,5 პროცენტით განისაზღვრა. ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გლობალური ეკონომიკის პროგნოზს შემცირების მიმართულებით აზუსტებენ. აღნიშნული, რა თქმა უნდა, საგარეო შოკების მიმართ საქართველოს ეკონომიკის მდგრადობაზე მიუთითებს,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსმა, ვახტანგ ცინცაძემ.

საქსტატის თანახმად, 2022 წლის ივნისის ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი შეიტანა ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და მომსახურების სექტორში, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური აქტივობის ზრდას ხელი შეუწყო როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნის ზრდამ. მისი თქმით, გაჯანსაღების ტენდენციები ასევე მაღალია ტურიზმის სექტორში, კერძოდ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ივნისში პანდემიამდე 2019 წლის ივნისში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 88.7 პროცენტი იყო, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 301.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები