აგრარულ საკითხთა კომიტეტმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში მოისმინა
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა აჭარაში გასვლით სხდომა გამართა.
პარლამენტის წევრებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
მინისტრმა, ზაზა შავაძემ მიმდინარე პროგრამებზეც ისაუბრა.
,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის ბიუჯეტი 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 932 195 ლარით გაიზარდა და 20 905 049 ლარია. 2022 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს, მათ შორის აგროსასურსათო სექტორის პოლიტიკის შემუშავება და მართვა, აგროსექტორის მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის გზით, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, აგროსერვისის განვითარება რეგიონში, სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა, მეციტრუსეობის განვითარების ხელშეწყობა, გარემოსდაცვითი პროგრამა, ლაბორატორიული კვლევითი მომსახურება”,- განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა.