პაატა ზაქარეიშვილი: 2008 წლის ომში ჩაბმა იყო წინდაუხედავი ნაბიჯი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის თემას კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ ომის აცილება შეიძლებოდა.

„ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ სიტუაცია დააცხროს და სამშვიდობო პროცესში გადაიყვანოს. ჩვენმა პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ მეტი კონტაქტია აფხაზურ-ქართულ და ოსურ-ქართულ საზოგადოებებს შორის, მეტი მოთხოვნილებაა საქართველოში არსებულ გარკვეულ მომსახურებებზე, მათ შორის ჯანდაცვაზე, ვაჭრობაზე. 2008 წლის ომი იყო წინდაუხედავი ნაბიჯი, ჩაყოლა ომში. სამწუხაროდ, ყველა ფაქტი ადასტურებს, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები