უკრაინის არმიამ ოკუპანტებისგან ხერსონის ორი სოფლის გათავისუფლება შეძლო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხრეთის მიმართულებით წარმატებული კონტრშეტევის შედეგად, ხერსონის ოლქში ორი სოფლის – ანდრეევკას და ლოზოვოეს გათავისუფლება შეძლეს.

ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იტყობინება.

აღინიშნება, რომ კონტრშეტევის დროს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თვითმფრინავები, ბომბდამშენები და ვერტმფრენები გამოიყენეს.

„ანდრეევკა გათავისუფლდა… ისევე, როგორც ლოზოვოე, სადაც რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ჯარებმა საკუთარი პოზიციები მყარად გაამაგრეს“, – აცხადებენ სარდლობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები