„დაგუგვლაზე“ რომ ჟურნალისტი ააგებს კითხვას და ააწყობს სიუჟეტს, ეს აჩვენებს სწორედ, რამდენად მართალი იყო ეუთო/ოდირი, როცა ამბობდა, რომ მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გუშინ მომხდარი პროვოკაცია იყო.
„მედია, როგორც ეუთო/ოდირ-მა აღნიშნა, მედიის ნაწილი ან დიდი ნაწილი ქცეულია პოლიტიკურ აქტივისტად და აქვს პარტიული ინტერესები, ამის არის პოლიტიკის მონაწილე სწორედ ეს ქმნის გარემოს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, როდესაც ვთქვით, რომ დეპოლარიზაციის შესამცირებლად მნიშვნელოვანია რიტორიკის შერბილება. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ აგვყვა ამ ნაწილში. მედიის ნაწილი არათუ არ აგვყვა, ბოლო სამი კვირაა ჩვენ ვხედავთ დეზინფორმაციის, ცილისწამების, ზიზღის ენის გავრცელების ნაკადს. ჩვენ რაც გუშინ ვიხილეთ, ეს იყო ტიპური პროვოკაცია, რომელიც აგებული იყო ცილისწამებაზე. არავითარი ლეგიტიმური კითხვა არ არსებობს. ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა რაღაც „დაგუგლა“. „დაგუგვლაზე“ რომ ჟურნალისტი ააგებს კითხვას და ააწყობს სიუჟეტს, ეს აჩვენებს სწორედ, რამდენად მართალი იყო ეუთო/ოდირი, როცა ამბობდა, რომ მედიის ნაწილი პოლიტიკურ აქტივისტად არის ქცეული. სავარაუდოდ, ამ ჟურნალისტმა არც კი იცის, რა როლი აქვს გია კობახიძეს ნათამაშები საქართველოს ისტორიაში, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. სავარაუდოდ, არც კი იცის, ვისზე და რას საუბრობს. ეს არის პრობლემა. არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა ამ კითხვას, რომლის საფუძველიც იყო ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს მიმართ ცნობილია დეზინფორმაციით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.