გია ვოლსკი: თუკი ვინმეს მიმართ უნდობლობა შეიძლება, გამოიხატოს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია

“ეს არის პოლარიზაციისა და დაპირისპირების რეჟიმის შენარჩუნების მცდელობა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ფარგლებში საკანონმდებლო პაკეტების მომზადების მიზნით ოპოზიციის ნაწილის მიერ ალტერნატიული პროცესის დაწყების საკითხს.

ვოლსკის თქმით, თუკი ვინმეს მიმართ უნდობლობა შეიძლება, გამოიხატოს, ეს რადიკალური ოპოზიციაა.

„პარალელური პროცესი, რომელიც ამოვარდნილია საკონსტიტუციო ფორმატიდან, საკუთარ თავს თავადვე ახასიათებს. თუკი ვინმეს მიმართ უნდობლობა შეიძლება, გამოიხატოს, ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც რადიკალიზმის, დესტაბილიზაციის და რევოლუციური პროცესების განვითარების მუდმივი მცდელობა აქვს. ეს ხალხი ამ ფორმატიდან ვერ ამოვარდა. პარალელური პროცესიც სწორედ ამის მაჩვენებელია. ვერ შეძლეს რა რევოლუციის განვითარება, მათთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა საკონსტიტუციო ფორმატებში მონაწილეობის მიღება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები