ორი დაღუპული, 120-ზე მეტი დაზიანებული მანქანა, დატბორილი სახლები – სოჭში წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან (ფოტო, ვიდეო)

სოჭში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული, მეორე, სავარაუდოდ გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

ამის შესახებ ტელეგრამ არხი Baza იტყობინება.

24 ივლისს წყალდიდობის შედეგად ქალაქში, სულ მცირე, 122 ავტომობილია დაზიანებული.

ასევე, დატბორილია 22 საცხოვრებელი სახლი.

მაშველები ნანგრევების გაწმენდით არიან დაკავებული.

რაც შეეხება დაღუპულს, ქალაქის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ის არის ქალი, სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები