ამირან გამყრელიძე: “მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით ლაბორატორიული ზედამხედველობა და შესაძლებლობები გავაძლიერეთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო “მაიმუნის ყვავილის” ვირუსს მომზადებული ხვდება.
მისივე თქმით, ლაბორატორიული ზედამხედველობა და შესაძლებლობები გაძლიერებულია.
“ჩვენ ჯერ კიდევ მაისში, როდესაც პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, ამ საკითხთან მიმართებით დავიწყეთ მზადება რამდენიმე მიმართულებით. პირველი: დაეგზავნა ცირკულარი შესაბამისი განმარტებებით სამედიცინო ქსელს, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე და ეს ასე არის. გავაძლიერეთ ჩვენი ლაბორატორიული ზედამხედველობა და ლაბორატორიული შესაძლებლობები, რაც გულისხმობს, რომ, ჩვენ გვაქვს საშუალება, როგორც PCR ტექნოლოგიის ისე გენომის სეკვენირებით დავსვათ ეს დიაგნოზი”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.