თამარ გაბუნია – “მაიმუნის ყვავილზე”: სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და ვფიქრობ, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, “მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით, საქართველოში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და განგაშის საფუძველი არ არსებობს.
“მაიმუნის ყვავილის” შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ,,მაიმუნის ყვავილი,, ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საერთაშორისო განგაშის საგანი. რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა ხვდება პირველი ჯგუფის ქვეყნებში, სადაც ბოლო 21 დღის განმავლობაში “მაიმუნის ყვავილის” არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს და ვფიქრობ, რომ განგაშის საფუძველი ნამდვილად არ არის. მოსახლეობას ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რომ თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავს, მივიდეს ექიმთან და ექიმი დაუნიშნავს შესაფერის გამოკვლევას და მკურნალობას”, – აცხადებს თამარ გაბუნია.