უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემით, ქვეყანაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე მედიცინის, სულ მცირე, 18 მუშაკია დაღუპული, 50-ზე მეტი – დაჭრილი.
ასევე, უწყების ინფორმაციით, 900 სამედიცინო დაწესებულება დაზიანებულია ან მთლიანად დანგრეული.
კერძოდ, 123 სამედიცინო დაწესებულება მთლიანად არის დანგრეული, ხოლო 746 აღდგენას საჭიროებს.