“წავიდა ნიანგის ცრემლები, მეგონა, კიკუ ვაშაძის თავგანწირვა და გულმკერდი საკმარისი იქნებოდა” – გოგა ხაინდრავა ლევან იოსელიანზე

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა პარლამენტარ ლევან იოსელიანის განცხადებას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.

„წავიდა ჰეი! ნიანგის ცრემლები. ლევან იოსელიანი, ერთადერთი დამოუკიდებელი ქართველი! ოპოზიციონერი პარლამენტარი მეგონა. ისიც “ჩაგრული” აშშ-ის დამცველად მოგვევლინა. მეგონა, კიკუ ვაშაძის თავგანწირვა და გულმკერდი საკმარისი იქნებოდა…“, – წერს ხაინდრავა.

ცნობისთვის, პარლამენტის ვიცესპიკერის, პარტია „მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები „ყვითელი ბარათის“ ჩვენებას ჰგავს.

“სათამაშო მოედანზე ფეხბურთელს რომ ყვითელ ბარათს ამოუღებენ ხოლმე, დაახლოებით, ამ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნამდვილად პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტს საკუთარი ელჩის საქართველოში დაცვა მოუწია და ნუ დაგვავიწყდება, რომელ ქვეყანაზეა საუბარი – ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელმაც კოლოსალური ძალისხმევა გაიღო, უამრავი ფული დახარჯა იმისათვის, რომ საქართველოში დღეს ის დემოკრატიული სტანდარტი ყოფილიყო, როგორიც არის – არშემდგარი, მაგრამ მაინც, თავისი დემოკრატიის ხარისხით რეგიონში გამორჩეულია,“ – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები