“რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის რაკეტების 60%-მდე უკვე გამოიყენა” – უკრაინის დაზვერვა
რუს ოკუპანტებს უკრაინის წინააღმდეგ მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგის 60% აქვთ დახარჯული.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სამხედრო დაზვერვა აკონტროლებს რუსეთის მიერ გამოყენებული იარაღის მდგომარეობას და რაოდენობას.
“რაც შეეხება “მაღალი სიზუსტის” იარაღს, როგორც რუსეთში აცხადებენ, იგივე “ისკანდერი”, “კალიბრი”, ფრთოსანი რაკეტები Х-101 და Х-555 – ჩვენი შეფასებით, დღეს 55-დან 60%-მდეა გამოყენებული. პრობლემები ნამდვილად აქვთ, რადგან ეს იყო რუსეთისთვის უახლესი იარაღი. ამ იარაღის ბევრი კომპონენტი იყო უცხოური წარმოების და დაწესებული შეზღუდვები მათი მიღების და შესაბამისად, წარმოებას შესაძლებლობას არ იძლევა”, – განმარტა სკიბიცკიმ.