კელი დეგნანი: შოკირებული ვიყავი კარლ ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას
“შოკირებული ვიყავი ელჩ კარლ ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩი საქართველოს დახმარებას ბეჯითად ცდილობდა.
„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ისეთი უპატივცემულობაა ადამიანის მიმართ, რომელიც ამდენად ბეჯითად მუშაობდა 4 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ძნელი წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში. მე სრულად ვუჭერ მხარს იმას, თუ რამდენად ბეჯითად ცდილობდა საქართველოს დახმარებას. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის მიერ შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო. მან შესანიშნავი მესიჯი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას და აღწერა, თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა“, – განაცხადა დეგნანმა.
ცნობისთვის, მმართველ გუნდში გაჟღერდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ კარლ ჰარცელს შეეძლო, უკეთ ემუშავა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო.