მსოფლიოში “მაიმუნის ყვავილით” ინფიცირების თითქმის 14 ათასი შემთხვევა 70-ზე მეტი ქვეყანაში ფიქსირდება.
ამის შესახებ ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„ამ დროისთვის, გარდაცვალების ხუთი შემთხვევა ფიქსირდება, ყველა მათგანი – აფრიკაში“, – თქვა გებრეისუსმა ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ინფიცირების უმეტესი შემთხვევები ევროპაში ფიქსირდება, ძირითადად – მამაკაცებში, რომლებიც ერთნაირსქესიანთა ურთიერთობებში არიან შესულები.
გებრეისუსის თქმით, დღეს ჯანმო-ს საერთაშორისო რეგულაციების გადაუდებელი კომიტეტი შეიკრიბება, რომ მიღებული მონაცემი შეისწავლოს.