არჩილ თალაკვაძე: ევროპარლამენტი მხარს უჭერს საპარლამენტო პოლიტიკას და არა – ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას

“ევროპარლამენტი მხარს უჭერს საპარლამენტო პოლიტიკას, მხარს უჭერს ევროპულ, მშვიდ, საქმიან პოლიტიკას საქართველოში და არა – ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე ოპოზიციას ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.

„თბილისში ევროპარლამენტარების დელეგაცია შეხვედრებს განაგრძობს. ეს ვიზიტი თავისთავად მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ევროკავშირმა მიიღო. ჩვენ გვქონდა შეხვედრები ჩვენ ევროპელ კოლეგებთან. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ, ერთი მხრივ, ხელისუფლებამ შექმნას სათანადო ფორმატები. ჩვენ გვაქვს უკვე შექმნილი სამუშაო ჯგუფი და სამუშაო პროცესი. პირდაპირი გზავნილი იყო ოპოზიციის მიმართ, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესებში და უნდა ჩაერთოს ფორმატებში. ევროპარლამენტი მხარს უჭერს საპარლამენტო პოლიტიკას, მხარს უჭერს ევროპულ, მშვიდ, საქმიან პოლიტიკას საქართველოში და არა ქუჩისა და დესტაბილიზაციის პოლიტიკას, რომლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტი, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია გახლავთ. დარწმუნებული ვარ, ევროკავშირთან ერთად, ჩვენ წარმატებით შევასრულებთ ყველა იმ პირობას, რომელზეც სამუშაო პროცესი უკვე დაგეგმილია. ირაკლი კობახიძემ გეგმა საპარლამენტო უმრავლესობის სახელით წარადგინა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, ჩაერთონ პროცესში, ვინაიდან თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენა აზიანებს, პირველ ყოვლისა, მათ და, რა თქმა უნდა, აზიანებს საქართველოს საერთაშორისო პოზიციებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები