ოკუპანტები ხარკოვს დილიდან ინტენსიურად ბომბავენ, სულ მცირე – 17 დაჭრილია
რუსი ოკუპანტები დილიდან ხარკოვს ინტენსიურად ბომბავენ.
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.
“ინფორმაცია მოსახლეობისთვის: დარჩით თავშესაფრებში, ქუჩაში საჭიროების გარეშე არ გახვიდეთ, განგაშის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ!”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
თავის მხრივ, მოქალაქეებს ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა მიმართა: “ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული უბნის დაბომბვა გრძელდება. დარჩით თავშესაფარში!”.
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი სამედიცინო დაწესებულება მოხვდა, არიან დაჭრილები.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რეგიონული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, დაბომბვის შედეგად – 17 ადამიანი დაშავდა.