Deutsche Bahn-ი გერმანიის პორტებში უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებას დაიწყებს

გერმანული Deutsche Bahn-ი ქვეყნის პორტებში უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვას სხვა ქვეყნებში მისი შემდგომი ტრანსპორტირებისთვის დაიწყებს.

როგორც კონცერნის შვილობილ კომპანია DB Cargo-ში განაცხადეს, ამ მიზნით, ის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის შექმნილი ქსელის გადაადგილებას გეგმავს.

დაგეგმილია მარცვლეულის მიწოდება როსტოკის, ჰამბურგის, ასევე, ბრეიკის პორტებში.

ტვირთის უმეტესი ნაწილი რუმინეთის გავლით იქნება გადაზიდული, ხოლო ნაწილი – პოლონეთის.

Reuters-ის ინფორმაციით, Deutsche Bahn კვირაში რამდენიმე შემადგენლობის გაგზავნას გეგმავს.

უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის, მიკოლა სოლსკის უახლესი მონაცემებით, ქვეყნიდან 18 მილიონი ტონა ძველი მოსავლის გატანაა საჭირო. მისივე თქმით, ახალი მოსავლიდან მოსალოდნელია ექსპორტზე კიდევ 40 მილიონი ტონა მარცვლეულის გატანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები