რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრას 358 ბავშვი შეეწირა, 681 ბავშვმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ეს რიცხვები საბოლოო არ არის, “გრძელდება საომარი მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მათი დადგენის მიზნით სამძებრო სამუშაოები”.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან ყველაზე მეტად არიან დაზარალებული ბავშვები დონეცკის რეგიონში – 361; ხარკოვში – 194; კიევში – 116; ჩერნიგოვსკის – 68; ლუგანსკის – 61; მიკოლაევის – 53; ხერსონის – 52; ზაპოროჟიეს რეგიონში – 40.