მილსადენ “ჩრდილოეთ ნაკად-1”-ზე ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, რუსეთმა დილიდან გერმანიისთვის გაზის მიწოდება განაახლა.
ამის შესახებ კომპანია-ოპერატორ Nord Stream AG-ის წარმომადგენელმა განაცხადა, – წერს Spiegel-ი.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ გაზის მიწოდების მოცულობა, დაახლოებით, იმავე დონეზე განახლდა, რაც ტექნიკური სამუშაოების დაწყებამდე იყო, ანუ დაახლოებით 67 მილიონი კუბური მეტრი დღეში, რაც მაქსიმალური სიმძლავრის, დაახლოებით, 40%-ის გამოყენებას უდრის.
“გაზპრომმა”მილსადენით გაზის ტრანსპორტირება 11 ივლისს – 10 დღით შეაჩერა, თუმცა, გერმანიაში შიშობდნენ, რომ გაზის მიწოდება შესაძლოა, ამ ვადის გავლის შემდეგაც არ განახლებულიყო და ასეთი შემთხვევისთვის სათადარიგო გეგმასაც ამუშავებდნენ.