უკრაინისა და აშშ-ის პირველი ლედების ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმელი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ უკრაინა და აშშ ყველა გაგებით ერთ ტალღაზე არიან, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოლენა ზელენსკას ვიზიტმა გააძლიერა უკრაინის მხარდაჭერა აშშ-სგან, რაც აუცილებელია იარაღის შემდგომი უზრუნველყოფისთვის, რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებისთვის და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემდგომი მკაცრი სანქციების შემოღებისთვის.
„სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში პროტოკოლის ან ჩაცმულობის ერთ დეტალს ყველა განცხადებაზე მეტის თქმა შეუძლია.
ბევრი კითხვა: უკრაინისა და შეერთებული შტატების პირველი ქალბატონების ყვითელი და ლურჯი ფეხსაცმელი დამთხვევაა თუ გააზრებული პროტოკოლური ჟესტი?
სინამდვილეში არც პირველია და არც მეორე. ეს არ არის წინასწარი შეთანხმების შედეგი და არ არის დამთხვევა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ უკრაინა და აშშ ყველა გაგებით ერთ ტალღაზე არიან.
პირველი ლედი ოლენა ზელენსკა უაღრესად წარმატებული ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში. დღეს მას ეძღვნება ყველა ამერიკული გაზეთის პირველი გვერდები და მასთან ერთად უკრაინა და ჩვენი სამართლიანი ომი თავისუფლებისთვის რუსული აგრესიის და ტერორის წინააღმდეგ. მართლაც, აშშ-ს დიდი ხანია ასეთი სიმპათიით არ მიუღია უცხოელი სტუმრები.
ამერიკის საპრეზიდენტო წყვილთან შეხვედრა და აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის წინაშე გამოსვლა არის შეერთებული შტატების უცხო ქვეყნისადმი პატივისცემის უმაღლესი გამოხატულება.
პირველად აშშ-ის ისტორიაში ასეთი პატივი პირველ ლედის მიანიჭეს და ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენი ქვეყნისადმი პატივისცემის გამოხატვას.
პირველმა ლედიმ ძლიერი სიტყვით მიმართა აშშ-ის კონგრესის წევრებს, რომელსაც თვალცრემლიანი უსმენდნენ. ოლენა ზელენსკა საუბრობდა არა მხოლოდ როგორც პრეზიდენტის მეუღლე, არამედ როგორც დედა-შვილი, რომელიც საუბრობს უკრაინის შვილებისა და მშობლების სახელით.
ეს იყო გამოსვლა ენით აღუწერელ ტკივილზე, ადამიანებზე, რომლებიც დაიღუპნენ ან დაშავდნენ რუსეთის ბარბაროსული ომის გამო.
ოლენა ზელენსკა ასევე შეხვდა ჩემს კოლეგას, აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, USAID-ის ადმინისტრატორს სამანტა პაუერს, ამერიკელ ძალოვან ქალებს, მიიღო დისიდენტური ადამიანის უფლებათა ჯილდო უკრაინელი ხალხისთვის, მოინახულა 1932-1933 წლებში გოლდომორის მსხვერპლთა მემორიალი და გაესაუბრა ამერიკაში უკრაინულ საზოგადოებასთან.
ამ ვიზიტმა გააძლიერა უკრაინის მხარდაჭერა აშშ-სგან, რაც აუცილებელია მძიმე იარაღის შემდგომი უზრუნველყოფისთვის, რუსეთის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აღიარებისთვის და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემდგომი მკაცრი სანქციების შემოღებისთვის.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის – კლასიკური კანონების მიხედვით და არასტანდარტული ნაბიჯებით. პირველი ლედის დიპლომატია უჩვეულო, მაგრამ ეფექტური ნაბიჯია. უკრაინა გაიმარჯვებს და რუსული ბოროტება დაისჯება“, – წერს დმიტრო კულება Facebook-ზე.