ლოიდ ოსტინი: რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია გაუძლოს უკრაინასა და ჩვენზე უფრო დიდხანს, მაგრამ ეს მისი კიდევ ერთი არასწორი გათვლაა

პუტინი მუდმივად აფასებდა რუსეთის სამხედრო ძლევამოსილებას, თუმცა მან სათანადოდ ვერ შეაფასა თავისუფალი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის საკუთარი სამშობლოს დასაცავად, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია გაუძლოს უკრაინასა და ჩვენზე უფრო დიდხანს, მაგრამ ეს მისი კიდევ ერთი არასწორი გათვლაა.

„რუსეთი ცდილობდა უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობას – მათ ეს ვერ მოახერხეს; შემდეგ რუსეთმა დაიწყო გადაიარაღება და იფიქრა, რომ ადვილად შეეძლო დონბასის ხელში ჩაგდება – მათ ეს ვერ მოახერხეს; მთელი რუსეთი ცდილობდა უკრაინის თავისუფალი ხალხის სულის ჩახშობას – მათ ეს ვერ მოახერხეს. უკრაინელები იცავენ თავიანთ დემოკრატიას და სამშობლოს სიმამაცით, გამბედაობით და ვაჟკაცობით.

ჩვენ ყველანი აქ ვართ, რადგან გვესმის ის სერიოზული საფრთხე, რომელსაც უკრაინა კვლავ აწყდება. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინი მუდმივად აფასებდა რუსეთის სამხედრო ძლევამოსილებას, თუმცა მან სათანადოდ ვერ შეაფასა თავისუფალი ხალხის ძალა, რომელიც იბრძვის საკუთარი სამშობლოს დასაცავად.

რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია გაუძლოს უკრაინასა და ჩვენზე უფრო დიდხანს, მაგრამ ეს რუსეთის კიდევ ერთი არასწორი გათვლაა“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები