ბორის ჯონსონი ბრიტანეთის პარლამენტში პრემიერის რანგში დასკვნითი სიტყვით გამოვიდა.
თავის მემკვიდრეს მან რჩევა მისცა: „მინდა, გამოვიყენო ბოლო რამდენიმე წამი, ბატონო სპიკერო, რომ რჩევა მივცე ჩემს მემკვიდრეს, ვინც უნდა იყოს ის”.„პირველ ყოვლისა, იყავით ამერიკელებთან ახლოს, დაუჭირეთ მხარი უკრაინელებს, დაუჭირეთ მხარი თავისუფლებას და დემოკრატიას ყველგან. შეამცირეთ გადასახადები და გააუქმეთ რეგულაციები, სადაც კი შეგიძლიათ, რომ ეს ადგილი საცხოვრებლად და ინვესტიციებისთვის უკეთესი გახდეს. იყავით ფოკუსირებული წინ მიმავალ გზაზე, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ უკანა ხედვის სარკეში ჩახედვა.
და დიახ, ბოლო რამდენიმე წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პრივილეგია იყო. და მართალია, რომ მე ხელი შევუწყვე 40 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი უმრავლესობის მოპოვებას და ბრიტანეთის პოლიტიკაში დიდ გარდაქმნას.
ბატონო სპიკერო, ჩვენ შევცვალეთ ჩვენი დემოკრატია და აღვადგინეთ ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა, როგორც ჩემმა საპატიო მეგობარმა თქვა.
ჩვენ დავეხმარეთ – მე დავეხმარე ქვეყანას პანდემიის გადატანაში და დავეხმარეთ სხვა ქვეყნის გადარჩენას ბარბაროსობისგან. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს საკმარისია გასაგრძელებლად.
ამ დროისთვის მისია ძირითადად შესრულებულია.
მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, ბატონო სპიკერო. მინდა, მადლობა გადავუხადო თემთა პალატის ყველა შესანიშნავ თანამშრომელს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს მეგობარს და კოლეგას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს საპატიო მეგობარს, რომელიც წინ ზის. ბატონო სპიკერო, მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო”, – თქვა ჯონსონმა და დასძინა – Hasta la vista, baby.
“Hasta la vista, baby!”
Boris will be missed. #PMQs
— Kevin Edger (@KEdge23) July 20, 2022