სავაჭრო პალატამ რეგიონულ ბიზნესთან შრომის კანონმდებლობის გამოწვევებსა და საჭიროებებზე შეხვედრები დაიწყო

სავაჭრო პალატამ, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან (CIPE) თანამშრომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით, ასევე შრომის ინსპექციის ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით რეგიონულ ბიზნესთან შეხვედრები დაიწყო.

აჭარის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით პირველი შეხვედრა ბათუმში ჩატარდა. შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი მეწარმეები გაეცნენ შრომის კანონმდებლობის სიახლეებს, ასევე იმსჯელეს კანონმდებლობის აღსრულების პროცესში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. სავაჭრო პალატა აღნიშნულ საკითხებზე ტრენინგების გამართვას ზუგდიდსა და ქუთაისში მიმდინარე კვირას გეგმავს.

პროექტის მთავარი მიზანია დამსაქმებლების ცნობიერების ამაღლება შრომის კანონმდებლობისა და დამკვიდრებული პრაქტიკის შესახებ. შეხვედრის ფორმატი ასევე ითვალისწინებს მეწარმეების გამოწვევებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას. პროექტი ხორციელდება კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრისა და სოლიდარობის ცენტრის ერთობლივი პროექტის „დასაქმებულთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა შრომითი კანონმდებლობის აღსრულების გასაძლიერებლად“ მხარდაჭერით.
„დაფინანსებას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტი თანამშრომლობითი ხელშეკრულების IL-32531-18-75 K საფუძველზე, სოლიდარობის ცენტრის ქვე-კონტრაქტის ფარგლებში.

პროექტის ან პროგრამის მთლიანი ღირებულების 100% ფინანსდება ფედერალური ფონდებით. მოცემული საინფორმაციო შინაარსის მასალა უპირობოდ არ ასახავს ამერიკის შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის შეხედულებას ან პოლიტიკას და არც სავაჭრო მარკის, კომერციული პროდუქტების ან ორგანიზაციების ხსენება გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები