ვლადიმერ პუტინი: აუცილებელია შეიქმნას ისეთი პირობები, რომ სირიელმა ხალხმა საკუთარი განვითარების გზა საგარეო ჩარევის გარეშე განსაზღვროს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აუცილებელია შეიქმნას ისეთი პირობები, რომ სირიელმა ხალხმა საკუთარი განვითარების გზა საგარეო ჩარევის გარეშე განსაზღვროს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პუტინმა თეირანში, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ უახლოესი მომავლის ამოცანაა, შევთანხმდეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რათა ხელი შეეწყოს სირიის შიდა, ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგს. ფაქტობრივად, სწორედ ამისთვის წამოიწყო ჩვენმა სამმა სახელმწიფომ 2018 წელს, სოჭში, სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესზე, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის თაობაზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ამასთან, რუსეთის ლიდერმა დასძინა, რომ რუსეთის, ირანის და თურქეთის ელჩის მხარდაჭერით, ასევე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის სირიაში მონაწილეობით, სირიულმა მხარეებმა კომიტეტის ფარგლებში პროგრესს მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები