თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეირანში, რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც ერდოღანმა აღნიშნა, რუსეთის მიდგომა მარცვლეულის საკითხში თურქეთის შუამავლობის მიმართ პოზიტიურია.

„თურქეთის შუამავლობის ძალისხმევა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე დადებით გავლენას მოახდენს მსოფლიოზე“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა მადლობა გადაუხადა ერდოღანს სურსათისა და მარცვლეულის საკითხებში თურქეთის შუამავლობისთვის და აღნიშნა, რომ შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის პროცესი ანკარას შუამავლობით წინ წავიდა.

„შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ ყველა საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ პროგრესი უკვე კარგი ნიშანია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები