დიდ ბრიტანეთში ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 40 გრადუსს გადააჭარბა.
როგორც Reuters-ი იუწყება, ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ 40.2 გრადუსს მიაღწია.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რეკორდულად მაღალ სიცხეს ელოდებიან. ამასთან, ესპანეთსა და საფრანგეთში გასულ კვირას, ანომალიურ სიცხეს 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
მეცნიერები ტემპერატურის ამგვარი მატების მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ.