“რუსეთის კურსი ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს” – ყაზახეთის ყოფილი პრემიერი
ყაზახეთის ყოფილი პრემიერი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, აკეჟან კაჟეგელდინი ამბობს, რომ კურსი, რომელსაც კრემლი დღეს ატარებს, მათ შორის, უკრაინასთან მიმართებით და დასავლეთთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ყაზახეთის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ამის შესახებ მან DW-სთან ინტერვიუში თქვა.
“რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული კურსი და ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული ინტერესები განსხვავდება. შეიძლება, ამას ,,კონფლიქტი,, ეწოდოს? მე ჯერ ვერ ვხედავ ამის მიზეზს, მაგრამ ეს არის ის გარემოება, რომელიც გავლენას მოახდენს რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე. ვართ თუ არა რუსეთთან კარგი ურთიერთობებით დაინტერესებული? მოვიტყუებ, თუ ვიტყვი, რომ არა. ის არის ჩვენი დიდი მეზობელი – 7000-კილომეტრიანი საზღვრებით, სადაც უნდა მიმოიხედო, ყველგან გვაქვს კონტაქტები. დაინტერესებული ვართ რუსეთის ეკონომიკით, რუსული ბაზრით. ამის უარყოფა სისულელე და არაკეთილსინდისიერება იქნებოდა. მაგრამ სიტუაცია ისე ვითარდება, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის პოლიტიკა რთულ პირობებში გვაყენებს და იძულებულნი ვხდებით, ალტერნატიული ბაზრები ვეძიოთ. ალტერნატიული გზები ჩვენი არჩევანი არ არის. ამას გარემოებები გვკარნახობს”, – თქვა პოლიტიკოსმა.