ლინას ლინკევიჩუსი: ევროკავშირმა მეტი ფული გაგზავნა რუსეთისკენ ნავთობის, გაზისა და ნახშირის საყიდლად, ვიდრე უკრაინის დასახმარებლად
ევროკავშირმა მეტი ფული გაგზავნა რუსეთისკენ ნავთობის, გაზისა და ნახშირის საყიდლად, ვიდრე უკრაინის დასახმარებლად, – ამის შესახებ ლიეტუვას თავდაცვისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთები ჯერ ისევ შეშფოთებულები არიან „პროვოკაციული“ შეზღუდვებით, რაც სამწუხაროა.
„სანქციების მეშვიდე პაკეტი მზადდება. ვის აინტერესებს ეს? ევროკავშირმა მეტი ფული გაგზავნა რუსეთისკენ ნავთობის, გაზისა და ნახშირის საყიდლად, ვიდრე უკრაინის დასახმარებლად. ნავთობზე ფასი იზრდება. რუბლი სულ უფრო მყარდება. ზოგიერთები ჯერ ისევ შეშფოთებულები არიან „პროვოკაციული“ შეზღუდვებით. სამწუხაროა“,- წერს ლინკევიჩუსი „ტვიტერზე“.