სამტრედიაში მოსახლეობის უფასო მრავალპროფილიანი სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს
სამტრედიის მერიის მხარდაჭერით, შპს “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამტრედიის სამედიცინო ცენტრის მიერ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობის უფასო მრავალპროფილიანი სამედიცინო გამოკვლევები დაიწყო.
ოფთალმოლოგიური გამოკვლევები “ჯეო ჰოსპიტალს”-ის სამტრედიის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაატარა.
მოსახლეობას ადგილზე კონსულტაცია და კვლევა ოფთალმოლოგმა, ნიკოლოზ ჩუბინიძემ გაუწია.
გამოკვლევების მიმდინარეობას დაესწრო და მოქალაქეებს გაესაუბრა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია მეიშვილი.
,,ჩვენ “ჯეო ჰოსპიტალსთან” კარგი თანამშრომლობითი ურთიერთობა გვაქვს. დღევანდელი აქციაც ამის მაგალითია. მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილ პროექტებს მუნიციპალიტეტის მერია მუდმივად დაუჭერს მხარს”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.
სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის დირექტორის, ლელა ხურციძის განცხადებით, მსგავსი აქტივობები მუნიციპალიტეტის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება.