ნინო ფოჩხუა: ოპოტელევიზიებო, დაგიძველდათ მეთოდები, ყველა ყველაფერს ხვდება და სახელსაც არქმევს

“და რა ჩანს ამ ვიდეოში, მივიდნენ ახალგაზრდები გადამღებ ჯგუფთან, დაარტყეს, ცემეს? მაშინ, როცა ოპერატორი პირველი ურტყამს და პროვოცირებს ჩხუბს”, – ასე ეხმაურება Facebook მომხმარებელი, ნინო ფოჩხუა “პოს ტვ”-ის ეთერში გასულ მასალას, სადაც “ტვ პირველის” ოპერატორსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი ჩხუბია ასახული.

ფოჩხუა წერს, რომ ეს არის ტიპური საბოტაჟი.

„აი, ამ ტელევიზიების, რომლებიც ყველაფერზე მიდიან, როგორმე, ააგორონ ქვეყნის მმართველ ხელისუფლებაზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ უარყოფითი დამოკიდებულება, არიქა, თავისუფალ მედიას თავს ესხმიან, დაგვიდექით გვერდით და დაგმეთ ხელისუფლება, ამერიკის ელჩი წყალობს, ეპატიჟება ივენთებზე, ერევა სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც დამდგარია ამ ტელევიზიების მენეჯერების და ჟურნალისტების მიმართ. და რა ჩანს ამ ვიდეოში, მივიდნენ ახალგაზრდები გადამღებ ჯგუფთან, დაარტყეს, ცემეს? მაშინ როცა ოპერატორი პირველი ურტყამს და პროვოცირებს ჩხუბს. ეს არის ტიპური საბოტაჟი, ლოგიკაშიც რომ არ ჯდება! ოპოტელევიზიებო, დაგიძველდათ მეთოდები, ყველა ყველაფერს ხვდება და სახელსაც არქმევს. შეიცვალეთ, აღარ არის 2003 წელი, ნუ ხართ ჩარჩენილები მანდ, ცხოვრება წინ მიდის“, – წერს ნინო ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები