თამთა მეგრელიშვილი: აშშ-ის წარმომადგენელი, ქალბატონი კელი დეგნანი და ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი უკვე დაუფარავად ერევიან ქართულ მართლმსაჯულებაში

“მაიკლ გალერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს, ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია. სამწუხაროა, რომ პროცესის მიმართ დამახინჯებული მიდგომები გახდა აშშ-ისა და ევროპარლამენტის ხელწერა”, – წერს საჯარო მმართველობის დოქტორი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.

მისი თქმით, ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სახელმწიფოებრივი პრინციპებითა და მიდგომებით; ასევე, არცერთი ქვეყნის ელჩი, მათ შორის, არც აშშ-ის ელჩი არ არის ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უფროსი.

„აშშ-ის წარმომადგენელი, ქალბატონი კელი დეგნანი და ევროპარლამენტარი
მაიკლ გალერი უკვე დაუფარავად ერევიან ქართულ მართლმსაჯულებაში.
მას შემდეგ, რაც ნ. გვარამიას საქმეზე გამოცხადდა განაჩენი, აშშ-ის ელჩის დავალებით, საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს შეხვდა აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი (აშშ-ის იუსტიციის დეპარატამენტის ხაზით კევინ ბურკი), რომელმაც საუბრისას გამოიკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მოითხოვა განმარტება – თუ რატომ იქნა ნიკა გვარამიას მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი.
მოსამართლისაგან მისთვის არასასურველი პასუხების მოსმენის შემდეგ კი, მან მოსმართლეს მოახსენა, რომ ის ჩახსნილი იყო აშშ -ის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამიდან, რომლითაც (მოსამართლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ ამერიკელი მოსამართლეების საქმიანობის პრაქტიკას, საქმის წარმოების წესსა და პრაქტიკას).
ამის პარალელურად, ევროპარლამენტარი
მაიკლ გალერი პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს, ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია.
სამწუხაროა, რომ პროცესის მიმართ დამახინჯებული მიდგომები გახდა აშშ-ისა და ევროპარლამენტის ხელწერა.
ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, სახელმწიფოებრივი პრინციპებითა და მიდგომებით.
ასევე, არცერთი ქვეყნის ელჩი, მათ შორის, არც აშშ-ის ელჩი არ არის ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უფროსი.
ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფოებრივი გამოცდილება, მყარი ინსტიტუციები.
კი, ღია ვართ საჭირო რეფორმებისათვის, თუმცა, ეს კონკრეტულ საკითხებში პირდაპირ ჩარევასა და “ძალადობით პოლიტიკას” გამორიცხავს”, – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები