ლევან ნიკოლეიშვილი: მიკიბ- მოკიბვის გარეშე, შესაბამისმა სტრუქტურამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბაროს ელჩი და ახსნა-განმარტებები უნდა მოსთხოვოს!

“ჩვენი უცხოელი მეგობრები თითქმის ყოველდღე გვიჩიჩინებენ სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ და ამ დროს ასეთ პრეცედენტს აქვს ადგილი. მიკიბ- მოკიბვის გარეშე, შესაბამისმა სტრუქტურამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს ელჩი და ახსნა-განმარტებები უნდა მოსთხოვოს!”, – წერს ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე.

„იმას, რასაც გვარამიას საქმის მოსამართლე  – ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, გახლავთ სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემაზე ზეწოლა. ჩვენი უცხოელი მეგობრები თითქმის ყოველდღე გვიჩიჩინებენ სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ და ამ დროს ასეთ პრეცედენტს აქვს ადგილი. მიკიბ- მოკიბვის გარეშე, შესაბამისმა სტრუქტურამ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს ელჩი და ახსნა-განმარტებები უნდა მოსთხოვოს!”, – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები