ვატო შაქარიშვილი – „გუშინდელი აუდიოჩანაწერის გასაჯაროებით „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების ტყუილების ფაბრიკა ფურუნკულივით გასკდა“

„გუშინდელი აუდიოჩანაწერის გასაჯაროებით „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების ტყუილების ფაბრიკა ფურუნკულივით გასკდა“ , – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შაქარიშვილი „აი იას“ დამფუძნებლის, „უცნობის“ (გია გაჩეჩილაძის) მიერ „მთავარი არხის“ თანამშრომლების სავარაუდო აუდიოჩანაწერის გასაჯაროებას გამოეხმაურა.

„გუშინ საზოგადოებამ იხილა მტკიცებულება იმ ყველაფრისა, რაზეც საკუთარი პოზიცია და შეფასება დიდი ხანია, ჩამოყალიბებული აქვს. ეს ნაც-ზონდერი მედიების მუშაობის სტილია. გუშინდელი აუდიოჩანაწერის გასაჯაროებით „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიების ტყუილების ფაბრიკა6 ფურუნკულივით გასკდა. კარგად გახსოვთ, რომ ისინი ასეთ შეფასებებს სხვისი მისამართით იყენებდნენ: „ბოტების ქარხანა“, „ტროლ-ბოტების ფაბრიკა“. რეალურად, მათ ამ ქვეყანაში ყველაზე დიდი სიბინძურის ქარხანა აქვთ, სადაც ფაბრიკაციებით მზადდება ყველა ის ტყუილი ამბავი, რომელსაც ისინი საკუთარი ტელევიზიებიდან ავრცელებენ. ისინი საინფორმაციო გარემოს წამლავენ, საზოგადოებას ატყუებენ, აშანტაჟებენ, ფსიქოლოგიურ ტერორს აწარმოებენ და ამას დასასრული არ უჩანს. მათ ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს, რასაც თავად ამ ტელევიზიების ერთ-ერთი წარმომადგენლისგან მოჰყვა რეაქცია მოჰყვა – მან „უცნობთან“, გია გაჩეჩილაძესთან, აღნიშნული ჩანაწერი, მტკიცებულება მიიტანა.
ბოლო შემთხვევა იყო, როცა მათ კამერების თვალწინ, კიდევ ერთხელ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს: პირადი ცხოვრების შემცველი მასალებით აშანტაჟებდნენ რესპონდენტებს და ასე ცდილობდნენ, სასურველი კომენტარი მიეღოთ, რათა კიდევ ერთი ფეიკსიუჟეტი შეეთხზათ.
გუშინ გაირკვა, რომ არანაირი ყბადაღებული წყარო არ არსებობს. ამ ჩანაწერის ნამდვილობაზე კითხვის ნიშანი არავის დაუსვამს. მათ ამ საუბრის შინაარსი, ფაქტობრივად, დაადასტურეს. შინაარსი არის შემდეგი: ისინი, სამწუხაროდ, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან მიწოდებული გარკვეული მასალებით ფაკრიკაციას ახდენენ, ახმოვანებენ, აფორმებენ, დამახინჯებულად და გადაკეთებულად, საკუთარი ვიწროპარტიული, ბინძური ინტერესებიდან გამომდინარე ამას საზოგადოებას აწვდიან. აქ მრავალმხრივი დანაშაულის ნიშნებია. სამწუხაროა, რომ ამ ყველაფერში ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირი მონაწილეობს. მან პირადი ინტერესები, შურისძიება სახელმწიფო ინტერესებზე, ქვეყანაზე მაღლა დააყენა“, – განაცხადა შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობდა.

„მათ უნდა იცოდნენ, რომ ამით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ ანგრევენ, არამედ – საკუთარ ქვეყანას, სახელმწიფოს საძირკველს უთხრიან. კარგად გახსოვთ, ყოველ კვირას ამ ე.წ. „საიდუმლო“ ფაილებს იზოგავდნენ და დოზირებულად გვთავაზობდნენ. მათი საუბრიდან დამტკიდა, რომ ესაა ტყუილი და ფაბრიკაცია. ეს „საიდუმლო“ ჩანაწერები მიემართებოდა ხოლმე სხვადასხვა ინსტიტუტს, რომელიც სახელმწიფოს საყრდენს წარმოადგენს, ეს იყო ჯარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია, საპატრიარქო. ეს იყო მიზანმიმართული შეტევა.
არანაირი წყარო, სუს-დან გამოტანილი ფაილები არ არსებობს. გახსოვთ, შარშან სცადეს, ეს გამოტანილი ფაილები გარდაცვლილი ადამიანისთვის მიეწერათ, რადგან არავის დაეწყო ძიება, თუ საიდან მოდიოდა ეს ფაილები. ამ ფაილების გამოტანა მიცვალებულს მიაწერეს. გვითხრეს, ეს იყო ერთადერთი წყარო, რომელიც გარდაიცვალა და სხვა წყაროებს ძებნას ნუ დაუწყებთო. სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირი ამით მომმარაგებელი იყო. რეალურად ამ გზას გადიოდა ის ტყუილი ამბავი, რომელიც, საბოლოოდ, მათ ეკრანებზე ხვდებოდა: ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, რომელიც, სავარაუდოდ, მისი სტატუსით ვაჭრობდა და არანაირი რეალური ფაილები არ არსებობდა, შემდგომ იყო ტელევიზიები, სადაც მათი დისტრიბუცია ხდებოდა, ესენია „ფორმულა“, „მთავარი არხი“, „Tv პირველი“.
გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იქნა გასაჯაროებული, რითაც ვფიქრობ, ამ ყბადაყებული ე.წ. საიდუმლო ფაილების ისტორიას წერტილი დაესვა“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
ცნობისთვის, გადაცემა „უცნობის კიდობანში“ გადაიცა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვით, სავარაუდოდ, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი გაბუნია და გადაცემა post-Factum-ის თანამშრომლები განიხილავდნენ სოსო გოგაშვილის მიერ, მათთვის მიწოდებულ მასალას, სათაურით – „საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან“ – პირობითი მსჯავრდებულების გრძელი სია, რომლებსაც „ქართული ოცნება“ სასჯელისგან ათავისუფლებს და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს“.
ჩანაწერის თანახმად, სავარაუდოდ, გიორგი გაბუნიამ გაიხსენა სოსო გოგაშვილთან შეხვედრა და ამ უკანასკნელის მიერ გიორგი თარგამაძისა და ნოდარ მელაძისთვის გადაცემული მასალები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები