ჩრდილოეთ კორეამ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

ჩრდილოეთ კორეა რუსეთისა და სირიის შემდეგ მესამე ქვეყანა გახდა, რომელმაც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი, დენის პუშილინი იმედს გამოთქვამს, რომ ოფიციალურ ფხენიანთან „ნაყოფიერი თანამშრომლობა“ ექნება.

„კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დღეს დონეცკის სახალხო რესპუბლიკა აღიარა. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო სტატუსი და მისი სახელმწიფოებრიობა ძლიერდება. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი დიპლომატიური გამარჯვებაა“, – წერს პუშილინი „ტვიტერზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები