სტამბოლში უკრაინას, რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს შორის მარცვლეულის შესახებ მოლაპარაკებები დასრულდა
სტამბოლში უკრაინას, რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს შორის ოთხმხრივი მოლაპარაკებები დასრულდა.
თურქეთის, რუსეთისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დელეგაციები გაეროს დელეგაციასთან ერთად უკრაინის პორტებში საზღვაო გზით მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირების საკითხს განიხილავდნენ.
როგორც თურქეთის მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინა იმედოვნებს, რომ რუსეთის მიერ შავი ზღვის ძირითადი პორტების ბლოკადის ფონზე, მდინარე დუნაის ხელახლა გახსნილი მარშრუტების მეშვეობით, მარცვლეულის ექსპორტს დააჩქარებს.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით 80% ქვეყნის შავი ზღვის პორტებიდან იგზავნებოდა.