ისრაელში ქართველი ემიგრანტი, ლაშა ზაზარაშვილი გარდაიცვალა

ისრაელში, აშკელონში ქართველი ემიგრანტი, ლაშა ზაზარაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ემიგრანტი შოთა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, ემიგრანტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

„გარდაიცვალა ემიგრანტი ისრაელში, აშკელონში – ლაშა ზაზარაშვილი. კიდევ ერთი მზე-ბიჭი ვერ დაბრუნდება სამშობლოში …
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული.
ღმერთო, მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, ლაშა, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით.
კეთილად მოიხსენიე, უფალო, მონა შენი ლაშა და კეთილთა შინა განუსვენე – განიხარე მის სულს.
იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ყოველთვის გვემახსოვრება შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ… მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს, გჯეროდეს, არასოდეს დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს, შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ნეტავ, გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. რა ბედნიერები ვიქნებოდით, ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა, ღმერთს ვთხოვთ, ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული და ისიც ვიცით, მიწა თმებს რომ არ ათეთრებს და შენ მუდამ ისევ ისეთი კეთილი ღიმილის ბიჭი იქნები.

“შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული, უფალო, აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტებია… “ახლაც ის დროა, როცა ქართველი გულით ნატრობდა – სად მომკვდარიყო, ქართული მიწის ეგრძნო სურნელი… ბალახი მაინც რომ გამხდარიყო”, – წერს შოთა სიხარულიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები