შალვა პაპუაშვილი – ლევან ვარშალომიძეზე: უპასუხისმგებლობის წახალისება არ უნდა მოვახდინოთ – დეპუტატმა უნდა იაროს სამსახურში

“ჩვენ უპასუხისმგებლობის წახალისება არ უნდა მოვახდინოთ. დეპუტატმა სამსახურში უნდა იაროს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

მისივე თქმით, დეპუტატის მოვალეობაა, რომ ხალხს ემსახუროს.

„ის თითქმის 2 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ გამოჩენილა პარლამენტში. ასე რომ, ამის გადაწყვეტა ადგილმონაცვლეების შემოსვლა კი არ არის, ამის გადაწყვეტაა, რომ დეპუტატმა უნდა იაროს სამსახურში. ეს არის მისი სამსახური, რომ ემსახუროს ხალხს, ემსახუროს ამ შენობიდან და სამსახურში უნდა იაროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები