ლაგოდეხის “საზაფხულო სკოლაში” მიღება დაიწყო

ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ინფორმაციით, “საზაფხულო სკოლაში” რეგისტრაცია იწყება.

“ყველაზე მხიარული და ყველაზე გასართობი “საზაფხულო სკოლა” დაიწყო.

მშობლებო, თუ თქვენი შვილი არის 7-დან 10-წლის ჩათვლით ასაკის, შეავსეთ ქვემოთ მითითებული განაცხადის ფორმა, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია, რათა თქვენი შვილი ჩაირიცხოს “საზაფხულო სკოლაში”.

 მიმართულება:

• სასწავლო – შემეცნებითი;

• შემოქმედებითი;

• სპორტული;

• გასართობი;

ბავშვებს ელოდებათ მხიარული გარემო, მეგობრული ატმოსფერო და ბევრი საინტერესო აქტივობა.

შემოსული განაცხადების მიხედვით ბავშვები დაიყოფიან ასაკობრივ ჯგუფებად, თითო ჯგუფი მოიცავს ერთ კვირას. 

სკოლა პირველ ნაკადს მიიღებს 4 ივლისს.

მშობლებს ინდივიდუალურად დაგიკავშირდებით და გაცნობებთ, თუ რომელ ნაკადში ჩაირიცხა თქვენი შვილი.

საზაფხულო სკოლა ივლისის ბოლომდე იფუნქციონირებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები