თამარ გაბუნია: ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევები ნამდვილად იმატებს, თუმცა სიტუაცია მართვადია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები იმატებს.

მისივე თქმით, სიტუაცია მართვადია.

„ბოლო პერიოდში შემთხვევები ნამდვილად იმატებს, თუმცა, შემთხვევების მატების მიუხედავად, ინფიცირებულთა უმრავლესობა რჩება ამბულატორიულ პირობებში, სადაც ყველა პირობაა, რომ ოჯახის ექიმმა მართოს პაციენტის მდგომარეობა. არის მედიკამენტი „პაქსლოვიდი“, რომლის გამოყენება პირველი 5 დღის ვადაშია შესაძლებელი. ეს კარგად მოქმედებს იმ კუთხით, რომ ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და არასასურველი გამოსავლის რისკს. სიტუაცია სრულად მართვადია, პირველადი ჯანდაცვის ქსელი მობილიზებულია, თუ საჭირო იქნება ჰოსპიტლები პაციენტებს მიიღებენ“,- აცხადებს გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები