რუს პოლიტიკოსს ომის დაგმობისთვის 7 წელი მიუსაჯეს

მოსკოვის საბჭოს დეპუტატს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებული ომის გაკრიტიკების გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 60 წლის ალექსეი გორინოვი აპრილში, მას შემდეგ დააკავეს, რაც ქალაქის საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა გააკრიტიკა.

რუსეთში მიღებული ახალი კანონის თანახმად, პირი, რომელიც სამხედროების შესახებ „ყალბ ამბებს“ გაავრცელებს, 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამასთან, რუსებს უკრაინაში შეჭრის აღსაწერად სიტყვა ომის გამოყენებაც ეკრძალებათ, რაც კრემლის ლიდერმა,  ვლადიმერ პუტინმა ფრაზით „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ჩაანაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები