ზელენსკიმ უკრაინის ტერიტორიის დეოკუპაციის პირობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საკუთარ ტერიტორიებს მაშინ დაიბრუნებს, როდესაც საკმარის იარაღს მიიღებს.

ასევე, მისი თქმით, არსებობს იმის იმედი, რომ ზოგიერთი ტერიტორიის გათავისუფლება დიპლომატიური გზით იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში თქვა.

„ჩვენი ტერიტორიის თითოეული ნაწილისთვის ვიბრძოლებთ. შესაძლოა, ყველაფერი ერთდროულად ვერ დავიბრუნოთ და ეს გასაგებია. ზოგიერთი რამ ბრძოლის ველიდან ბრუნდება. ამისათვის ჩვენ ტექნიკურად უზრუნველყოფილნი უნდა ვიყოთ. როდესაც ტექნიკურად ვიქნებით უზრუნველყოფილნი, ჩვენ მოვახდენთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, მაგრამ, ალბათ, გვინდა დავიჯეროთ, რომ ზოგიერთი ტერიტორიის დაბრუნება დიპლომატიური გზით იქნება შესაძლებელი. დიპლომატიური გზა ნაკლები მსხვერპლი, მაგრამ დიდი დროა. შესაძლოა, ასეც იყოს“, – თქვა მან.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინელები საკუთარი ტერიტორიების დასათმობად და მათი რუსეთის ნაწილად აღიარებისთვის მზად არ არიან.

კითხვაზე, მზად არის თუ არა კიევი, მშვიდობის სანაცვლოდ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი დათმოს, ზელენსკიმ თქვა, რო „ეს ჩვენი მიწაა, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და ვაპირებთ ამის დამტკიცებას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები