ყაზახეთმა ხორბლისა და ფქვილის ექსპორტი შეზღუდა
ყაზახეთმა 30 სექტემბრამდე ხორბლის, ფქვილისა და ჭვავის ექსპორტზე კვოტები დააწესა, – ნათქვამია ქვეყნის შემოსავლების კომიტეტის ვებგვერდზე.
აღინიშნება, ეს ღონისძიება მიზნად ისახავს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
შეზღუდვა ძალაში დღეიდან შედის.
რამდენიმე დღის წინ ყაზახეთმა ნავთობპროდუქტების, ხე-ტყისა და პლასტმასის ნარჩენების ექსპორტზეც დააწესა შეზღუდვები.