მედია: შინძო აბეს სიცოცხლის ნიშნები არ აღენიშნება
იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, შინძო აბე, რომელსაც ქალაქ ნარაში სიტყვით გამოსვლის დროს ზურგში ესროლეს, უგონო მდგომარეობაში რჩება.
ამის შესახებ სააგენტო Kyodo წერს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ყოფილი პრემიერი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, “გულის და სუნთქვის გაჩერების მდგომარეობაში იმყოფება“.
აბეზე თავდასხმა ადგილობრივი დროით 11:30 საათზე (თბილისის დროით 5:30) მოხდა.
41 წლის თავდამსხმელი, ტეცუია იამაგამა დაკავებულია.
როგორც მან პოლიციისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში თქვა, “უკმაყოფილოა” ყოფილი პრემიერმინისტრით და “სურდა მისი ლიკვიდაცია”.