გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება

გორში აბაშიძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 93-მეტრიანი გზის მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტის საფარისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა. დაგეგმილია ასფალტის დაგება მიერთებებზეც.

ამ ეტაპზე, დაწყებულია გზის სავალ ნაწილზე მოსამზადებელი სამუშაოები და ბეტონის ღია ღარებით სანიაღვრე სისტემის მონტაჟი.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2022 წლის ზაფხულში დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები