“დაიმახსოვრე, “რუსულო სამხედრო გემო”, კუნძული ზმეინი უკრაინაა!” – წარწერა კუნძულზე დამონტაჟებულ დროშაზე (ფოტო)

ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ, ასევე, პრესსამსახურის თანამშრომლებმა კუნძულ ზმეინიზე დამონტაჟებულ უკრაინის დროშაზე “რუსულ გემს” მიმართვა დაუტოვეს.

ამის შესახებ “ტელეგრამში” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ბრაჩუკმა დაწერა და შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტომასალაც გამოაქვეყნდა.

“უკრაინის ეროვნული დროშა, რომელიც კუნძულ ზმეინიზე დამონტაჟდა. დროშაზე წარწერაა: “დაიმახსოვრე, რუსულო სამხედრო გემო”, კუნძული ზმეინი არის უკრაინა! ასევე, ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს ხელმოწერა“, – წერს ბრაჩუკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები