ზელენსკიმ ირლანდიის სენატს რეზოლუციისთვის, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გენოციდად აღიარებს, მადლობა გადაუხადა

KYIV, UKRAINE - JULY 06: Ukrainian President Volodymyr Zelensky (R) holds a press conference with Irish Prime Minister Micheal Martin on July 6, 2022 in Kyiv, Ukraine. Ahead of his trip to Kyiv, the Irish prime minister said his country would stand by Ukraine in the face of Russia's "immoral and unprovoked war of terror." (Photo by Alexey Furman/Getty Images)

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიის სენატის მიერ მიღებული რეზოლუციისთვის, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გენოციდად ცნობს, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინს მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა კიევში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს სასურსათო უსაფრთხოების, ენერგეტიკული კრიზისისა და რუსეთის წინააღმდეგ ახალი მეშვიდე სანქციების პაკეტის მომზადებასთან დაკავშირებით არსებული საკითხები.

როგორც ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, უკრაინა ეკუთვნის ევროკავშირს და ირლანდია ყოველ ნაბიჯზე უკრაინის გვერდით იქნება.

„რუსეთის სასტიკი ომი ამ ლამაზი დემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. ეს არის შეურაცხყოფა ყველაფრის მიმართ, რასაც ირლანდია იცავს. ეს არ შეიძლება და არ დაიშვება“, – აღნიშნა მარტინმა.

მისი თქმით, ქალაქ ბოროდიანკას, ირპინის და ბუჩას მონახულებისას, ის თავად შეესწრო უკრაინელი ხალხის ომის შემზარავ რეალობას.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ირლანდია მიესალმება ომს გამოქცეულ 40 000 უკრაინელს და ამბობს, რომ მათ შეუძლიათ ირლანდიაში იმდენ ხანს დარჩნენ, რამდენიც საჭირო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები