კვიპროსი პირბადის ტარების სავალდებულო რეჟიმს ისევ აბრუნებს

კვიპროსის ხელისუფლებამ COVID-19-თან საბრძოლველად პირბადის სავალდებულო ტარების რეჟიმი კვლავ აამოქმედა. აღნიშნული მოთხოვნა 1,5 თვის წინ მოიხსნა.

ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, მიხალის ჰაჯიპანტელამ განაცხადა, რომ დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარება ძალაში 8 ივლისიდან შევა.

ჯანდაცვის ექსპერტებმა ამ ზომას რეკომენდაცია ვირუსის გავრცელების გააქტიურების შემდეგ გაუწიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები